გამომიშვით, ბნელა — ირლანდიელმა კაცმა საკუთარი გასვენებისთვის უცნაური ხუმრობა მოიფიქრა (ვიდეო)

როგორც წესი, სიკვდილი ადამიანებისთვის განუზომელი სევდისა და მწუხარების მომტანია.

თუმცა, აღმოჩნდა, რომ ზოგის აზრით, საკუთარ გასვენებაში ცრემლების ადგილი სულაც არ არის. 

ირლანდიელმა კაცმა, რომელიც სიცოცხლეშივე ცნობილი იყო თავისი ხუმრობებით, რომელითაც ყველას ახალისებდა ხოლმე, გადაწყვიტა, რომ საკუთარ გასვენებაშიც კი ეზრუნა ადამიანების განწყობაზე და უცნაური ხუმრობა მოიფიქრა. 

კაცმა საკუთარი ხმა ჩაწერა, რომელიც მისმა ნათესავებმა, მოგვიანებით, მისსავე გასვენებაში მოისმინეს: 

My dad's dieing wish, always the pranksters, ya got them good Poppabear ? and gave us all a laugh just when we needed it!! I will love you forever ??#shayslastlaugh

Posted by Andrea Bradley on Sunday, October 13, 2019

“გამომშვით, აქ ძალიან ბნელა”, — ამბობს ის ჩანაწერში და ვითომ კუბოს ფიცარზე აკაკუნებს.