დამანგრეველ ტაიფუნამდე იაპონიის ცა იასამნისფრად შეიღება (ფოტოები)

სანამ საუკუნის ყველაზე დამანგრეველი ტაიფუნი იაპონიის ქალაქებს საბოლოოდ შეუტევდა, ცამ უცნაური შეფერილობა მიიღო. 

აღმოჩნდა, რომ მსგავსი მოვლენა ბუნების მინიშნება იყო მოსალოდნელი კატასტროფის შესახებ. 

მართალია, იასამნისფრად შეღებილმა ღრუბლებმა ადგილობრივი მაცხოვრებლების გაოცება და შიშიც კი გამოიწვია, თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია იმაში, რომ ფოტოები გადაეღოთ და ჩვენთვისაც გაეზიარებინათ: 

 

 

 

 

 

ბოლო მონაცემებით ჰაგიბისმა 40 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო ამ დრომდე დაკარგულად ითვლება ოცამდე ადამიანი. ჯამში რეგიონიდან 7 მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუირება მოხდა.