Big Little Lies-ის ვარსკვლავი, ზოი კრავიცი სულ მალე კომიქსების სამყაროში გადაინაცვლებს და მიშელ პფაიფერის, ჰოლი ბერისა და ენ ჰეთეუეის შემდეგ ქალი-კატას როლს მოირგებს.
ფილმში, რომელსაც Warner Bros. იღებს, ბეტმენის როლს ბინდის საგის ვარსკვლავი რობერტ პატინსონი ითამაშებს.
კრავიცი-პატინსონის გარდა, ფილმში ვიხილავთ ჯონა გილსაც, რომელიც პროექტში უარყოფითი პერსონაჟის ამპლუაში მოგვევლინება.
ფილმის რეჟისორი მეთ რივზი იქნება.