ნახეთ პირველი კადრები ლევან თუთბერიძის ახალი ფილმის გადასაღები მოედნიდან

“სამურაი დასვენების ჟამს” — ასე ჰქვია ქართველი რეჟისორის, ლევან თუთბერიძის ახალ დრამას. ფილმის გადაღებები ცოტა ხნის წინ დაიწყო და მასში ერთ-ერთ მთავარ როლს ნინო კასრაძე ასრულებს. 

ამ ეტაპზე უცნობია, თუ რის შესახებ იქნება თუთბერიძის ახალი ფილმი. რაც შეეხება რეჟისორს, მას გადაღებული აქვს ისეთი სურათები, როგორებიცაა – გასეირნება ყარაბაღში, უშენოდ მგონი მოვკვდები, მოირა და ასევე სერიალი ქაღალდის ტყვია.