20 დეკემბერს 2019 წლის ერთ-ერთი მთავარი კინომოვლენის Bombshell-ის პრემიერა შედგება.
ფილმში მთავარ როლებს შარლიზ ტერონი, ნიკოლ კიდმანი და მარგო რობი ასრულებენ.
ფილმის სიუჟეტი რეალურ ამბებს ეფუძნება და ამერიკულ ტელეარხ Fox-ში განვითარებულ ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ ისტორიაზე მოგვითხრობს.
ამერიკის სამი პრეზიდენტის მედია კონსულტანტი, დონალდ ტრამპის კამპანიის მრჩეველი და Fox News-ის დამფუძნებელი როჯერ აილსი თანამშრომელმა ქალებმა სექსუალურ შევიწროებაში 2016 წელს საჯაროდ დაადანაშაულეს.