2019 წლის ბუკერის პრემია მარგარეტ ეტვუდსა და ბერნარდინ ევარისტოს გადაეცათ

ლონდონში გამართულ ბუკერის პრემიის დაჯილდოებაზე 2019 წლის საუკეთესო რომანები გამოავლინეს.

მათ შორის მოხვდა მარგარეტ ეტვუდიც თავისი ახალი წიგნით The Testaments. 

პრემია გადაეცა მწერალ ბერნარდინ ევარისტოსაც წიგნისთვის Girl, Woman, Other.

მარგარეტ ეტვუდს უკვე მეორედ გადაეცა ბუკერის პრემია. შეგახსენებთ იმასაც, რომ სწორედ ეტვუდს ეკუთვნის რომანი “მხევლის წიგნი”, რომლის მიხედვითაც Hulu-მ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალი გადაიღო. ცნობილია ისიც, რომ ეტვუდის ამ ახალი წიგნის მხიედვით უკვე დაგეგმილია სერიალის გადაღება. 

რაც შეეხება ბერნარდინ ევარისტოს, მისი რომანი Girl, Woman, Other 12 შავკანიანი ქალის ისტორიას მოგვითხრობს.