Pulp Fiction-ის პრემიერიდან 25 წელი გავიდა — ნახეთ ფოტოები გადასაღები მოედნიდან

ზუსტად 25 წლის წინ მაყურებელმა პირველად იხილა კვენტინ ტარანტინოს საკულტო ფილმი Pulp Fiction. 

“ბურგერების მოყვარული დაქირავებული მკვლელი, მისი ფილოსოფოსი პარტნიორი, განგსტერის ნარკოტიკით გაბრუებული მეწყვილე და არავისთვის საჭირო მოკრივე – ამ კომედიური ელფერის კრიმინალურ ფილმში მათი გზები იკვეთება. მათი თავგადასავალი სამ ისტორიად არის მოთხრობილი, რომლის გმირებიც დროში მოგზაურობენ.”

იმისათვის, რომ პატივი კიდევ ერთხელ მივაგოთ ამ შეუდარებელ ფილმს, გადავწყვიტეთ გადასაღები მოედნის ფოტოები კიდევ ერთხელ გაგიზიაროთ.