დაათვალიერეთ პოლაროიდით გადაღებული პოპის დედოფლის, მადონას უცნობი ფოტოები

რიჩარდ კორმანმა 24 წლის მადონას პოლაროიდით ფოტოები 1983 წელს გადაუღო. 

ამ პერიოდში მადონა კაფეში მიმტანად მუშაობდა. ფოტოგრაფს ის სწორედ სამუშაო ადგილას სრულიად შემთხვევით შეხვდა.

ფოტოსესიის შემდეგ დაახლოებით ერთ თვეში, მომღერალმა თავისი სადებიუტო ალბომი გამოუშვა.

მადონა ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, მსახიობი და ბიზნესმენია.

ის გარდა სკანდალური იმიჯისა, ცნობილია ნამუშევრებით, რომლებიც მუსიკის კრიტიკოსების მიერ ფართოდ არის აღიარებული. მსმენელი მას იცნობს, როგორც „პოპის დედოფალს“.