ამსტერდამის ჟურნალმა I Amsterdam ქართული რესტორანი საუკეთესო ათეულში დაასახელა.
ეთიოპიურ, ნიგერიულ, კორეული, სიცილიურ, ტაივანურ, პერუვიურ, სკანდინავიურ, ავღანურ და ტიბეტურ რესტორნებთან ერთად სიაში ლევან ცხადაძის ქართული რესტორანი “ბატონი ხინკალი” მოხვდა.
“თუ რესტორანი მომავალში კიდევ უფრო წარმატებული იქნება, ეს საქართველოს პოპულარიზაციას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. ბევრი ჩვენი ჰოლანდიელი სტუმარი უკვე ნამყოფია საქართველოში ან, პირიქით, საქართველოში წასვლამდე ჯერ ჩვენ გვსტუმრობენ. მიმაჩნია, რომ ნებისმიერი წარმატებული საქმიანობა ქვეყანაში თუ მის ფარგლებს გარეთ, რომელიც ჩვენი ქვეყნის სახელთან ასოცირდება, საქართველოს მსოფლიო რუკაზე დარჩენაში ეხმარება; ამტკიცებს იმას, რომ ჩვენ არ ვართ რუსეთის იმპერიის ნაწილი; არ ვართ ზარმაცები და შეგვიძლია ჩვენი ქვეყანა თავადვე ვმართოთ”, – ამბობდა კულინART-თან ინტერვიუში ცხადაძე.