ჯენიფერ ენისტონი ინსტაგრამზე დარეგისტრირებიდან ერთ დღეში გინესის რეკორდსმენი გახდა

ჯერ კიდევ გუშინ მსოფლიოს ქარიშხალივით დაატყდა თავს ამბავი იმის შესახებ, რომ Friends-ის ვარსკვლავი, ჯენიფერ ენისტონი ინსტაგრამზე დარეგისტრირდა

როგორც მოსალოდნელი იყო, მთელი დღის განმავლობაში მედიის ერთ-ერთი წამყვანი თემაც სჯორედ ჯენი და მისი ახლად შექმნილი ინსტაგრამ გვერდი გახდა. 

კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო მსახიობის პირველი პოსტი — სელფი Friends-ის მსახიობებთან. 

ჯენიფერის ინსტაგრამ ბუმს რეკორდიც მოჰყვა და მსახიობი გინესის რეკორდების წიგნში შევა, როგორც პირველი ადამიანი, ვინც მილიონი ფოლოვერი ყველაზე სწრაფად 5 საათსა და 16 წუთში დააგროვა. 

ამ მომენტისთვის ენისტონს უკვე 10 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, პირველ ფოსტს კი მეორე მოჰყვა სადაც ჯენი ფანებს მადლობას უხდის და წერს, რომ სულაც არ აპირებდა ინტერნეტი თავდაყირა დაეყენებინა.