ბერლინში თბილისი პრაიდის სიმბოლო, კინტოს სტენსილი დახატეს

ქართველმა არტისტმა, დავით კელბერაშვილმა ბერლინში მაუერ პარკის ერთ-ერთ კედელზე თბილისი პრაიდის სიმბოლო, კინტო დახატა.

“კედელზე ნებისმიერ მსურველს შეუძლია დახატოს ის რაც უნდა, თუმცა კედელი რადგან არც თუ ისე გრძელია, იმის შანსი რომ შენს ნახატზე მეორე დღეს სხვა ნახატი დააფინონ, ძალიან დიდია. ჩემდა გასაკვირად, კვირის ბოლოს, რომ ვნახე ისევ ადგილზე იყო ჩემი კინტო”, — წერს კელბერი. 

ავტორის თქმით, ეს პერსონაჟი პირდაპირ არ ეხმიანება პრაიდის თემას, თუმცა აღნიშნავს, რომ კინტო სწორედ თავისუფლების სიმბოლოდ ქცეულ ქალაქში უნდა ყოფილიყო. 

დავით კელბერაშვილი ამბობს, რომ “კინტო ბერლინში” თავისუფლების, საკუთარი თავის გამოხატვისა და ბედნიერების სიმბოლოა.