ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საზეიმოდ გაიხსნა საქართველოს ეროვნულ სტენდი, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ახალი სცენა ლიტერატურული და საგამომცემლო ღონისძიებებისათვის და გაიმართება ქართული საგამომცემლო სფეროს უცხოელ გამომცემლებთან შეხვედრა ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით.
საქართველოს მწერალთა სახლისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს ეროვნული სტენდზე ხუთი დღის განმავლობაში ჟანრობრივად და თემატურად მრავალფეროვანი პროგრამა არის დაგეგმილი, რაც მოიცავს თანამედროვე პოეზიასა და პროზას, კლასიკურ ლიტერატურას, დოკუმენტურ პროზას, საბავშვო ლიტერატურასა და ილუსტრაციებს, ხელოვნებას, საგამომცემლო საქმესა და პოლიტიკას.
წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის 3 სივრცეში იქნება წარმოდგენილი: საქართველოს ეროვნული სტენდი, გამოცემული და გამოუცემელი ქართული საბავშვო წიგნების სტენდი – Frankfurt Kids Foyer და ცალკე გამოყოფილი სივრცე გაატარე 4 სეზონი საქართველოში.
ქართველ ილუსტრატორებს ფრანკფურტის ბაზრობის მესამე დარბაზში სპეციალური სტენდი დაეთმობათ ილუსტრირებული წიგნების გამოსაფენად და ვორქშოპების ჩასატარებლად.