მერილინ მონროს სიცოცხლის ბოლო თვეების შესახებ სერიალს გადაიღებენ

BBC სულ მალე ახალ სერიალზე დაიწყო მუშაობა. ახალი შოუ ლეგენდარული ამერიკელი მსახიობის, მერლინ მონროს სიცოცხლის ბოლო თვეებს გვიჩვენებს.

სერიალში ნაჩვენები იქნება მსახიობის თანამშრომლობა ჰოლივუდის კინოსტუდიებისთან და კოლეგებთან. 

“სიცოცხლის უკანასკნელ თვეებში მერლინი იყო გულწრფელად შეყვარებული, ტყუილი იმედებით სავსე და საბოლოოდ, სასტიკად მიტოვებული”, – ამბობს სერიალის ერთ-ერთი პროდიუსერი.

ამ ეტაპზე უცნობია, ვინ შეასრულებს ახალ შოუში მთვარ როლს.