Friends-ის საკულტო ინდაური ჰელოუინის კოსტიუმად იქცა (ფოტოები)

25 წლის შემდეგაც კი ყველას უყვარს და ახსოვს საკულტო ამერიკული სიტკომი Friends და მისი სახალისო სცენები ჩენდლერის, როსის, მონიკას, რეიჩელის, ფიბისა და ჯოუის მონაწილეობით. 

გახსოვთ სცენა, როდესაც მონიკა ჩენდლერთან ბოდიშის მოსახდელად თავზე წამოცმული ინდაურით მიდის?

ბრიტანულმა კომპანიამ Firebox-მა Helloween-ისთვის ამ სცენით ინსპირირებული კოსტუმი გამოუშვა. ეს კი ნიშნავს, რომ ბოდიშის მოხდის სახალისო გზას შეგიძლიათ სამომავლოდ მონიკას მსგავსად თქვენც მიმართოთ.