“შინდისი” ვარშავის კინოფესტივალზე გრან პრის მფლობელი გახდა

რამდენიმე წუთის წინ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის დაჯილდოვების ცერემონიალი დასრულდა.

კინოფესტივალის გრან პრი გადაეცა დიმიტრი ცინცაძის ფილმს “შინდისი”.

თავად დიმიტრი ცინცაძე დაჯილდოვდა საუკეთესო რეჟისორის პრიზით.

შეგახსენებთ, რომ ფილმი საქართველოს კინოცენტრმა ოსკარზე, საუკეთესო საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაზე წარსადგენად გაგზავნა. 

დიტო ცინცაძის ფილმი აგვისტომს ომზეა და შინდისის გმირებს ეძღვნებათ. ფილმისთვის სცენარი ირაკლი სოლომონაშვილმა დაწერა. მას საფუძვლად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს რეალურად მომხდარი ამბავი უდევს, რომლის დროსაც ჩვიდმეტი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.