მარტვილის კანიონი ევროსაბჭოს კონკურსის გამარჯვებული გახდა

საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ განხორციელებული მარტვილის კანიონის განვითარების პროექტი ევროსაბჭოს ლანდშაფტების კონვენციის კონკურსის გამარჯვებული გახდა. დაჯილდოვების ცერემონია ევროსაბჭოს ლანდშაფტების ფორუმის ფარგლებში 2020 წელს გაიმართება. ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირდებად AT.ge-მ გაავრცელა

გარემოს დაცვისა და სოფლის განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გამარჯვების შესახებ ოფიციალური შეტყობინება ევროსაბჭოს ლანდშაფტების კონვენციის მდივნის, მაგელონა დეჟან-პონისგან მიიღო.

როგორც უწყება იტყობინება, რემიაზე ნომინირებული იყო ევროსაბჭოს წევრი ყვეყნების 47 პროექტი, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ლანდშაფტების აღდგენის საკითხში და უჩვენეს იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა მოხდეს ლანდშაფტების აღდგენა, მართვა და ამ პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობა. 

კანიონი მარტვილიდან 5 კილომეტრში მდებარეობს და მას მდინარე აბაშა კვეთს. მისი სიგრძე 2400 მეტრია, ხოლო სიღრმე – 40 მეტრი.

ტურიზმის განვითარების შედეგად მარტვილში ათობით სასტუმრო და რესტორანი ფუნქციონირებს. წელიწადში კანიონს 200 ათასამდე ტურისტი სტუმრობს.