უტა ბერიას “უარყოფით რიცხვებს” ფრანგულ და იტალიურ კინოფესტივალებზე აჩვენებენ

უტა ბერიას ფილმს “უარყოფითი რიცხვები” საფრანგეთსა და იტალიაში ნახავენ.

ნოემბრის თვეში ფილმის მსოფლიო პრემიერა ჯერ Arras Film Festival-ზე შედგება, შემდეგ კი “უარყოფითი რიცხვების” იტალიურ პრემიერას რომის დამოუკიდებელი კინოს ფესტივალი უმასპინძლებს.

#მალე უტა ბერიას ფილმი "უარყოფითი რიცხვები’’

? #მალე არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება რეალურ ამბებზე დაფუძნებულ ფილმში ‘’უარყოფითი რიცხვები’’ ?

Posted by GNFC – Georgian National Film Center on Thursday, May 9, 2019

უტა ბერიას სადებიუტო ნამუშევარი ფართო აუდიტორიამ პირველად ბაკურიანში, ქართული კინოს ფორუმზე ნახა. ფილმმა კინოკრიტიკოსებისა და კინოჟურნალსიტებისგან დადებითი შეფასება მიიღო.

ფილმის სიუჟეტი რეალურ ამბავს ეფუძნება და ის არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მიმდინარე მოვლენებზე მოგვითხრობს.