ფოტოგრაფი დავით გიორგაძე ბრიტანეთის მოდის საბჭოს ყველაზე შემოქმედებითი ადამიანების სიაშია

22 წლის ქართველი ფოტოგრაფი, დავით გიორგაძე ბრიტანეთის მოდის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ 100 ყველაზე ინოვაციური და შთამაგონებელი ახალგაზრდა ტალანტის სიაში მოხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ Fashionholics Online ავრცელებს. 

ფოტოგრაფების გარდა, სიაში სხვადასხვა სფეროს წარმომადგნელბს მოხვდნენ: არტისტები, აქტივისტები, კომენტატორები, მაკიაჟისა და თმის სტილისტები, ფლორისტები, იმიჯ-მეიქერები, სეტის დიზაინერები, სტილისტები და მწერლები.

დავით გიორგაძე ბერლინში მოღვაწეობს, თუმცა ქართულ ბრენდებთანაც ხშირად თანამშრომლობს.

“დავითი ცნობილია ფოტოგრაფიისა და კოლაჟების ნახატებთან და სკულპტურებთან კომბინირებით. მისი შემოქმედება პერსონაჟების შესწავლას ეფუძნება. ის იკვლევს მათ კულტურასა და სენსიტივებს, აძლევს ხმას და ხილვადობას ანიჭებს პერსონებს, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანია”, — ვკითხულობთ ბრიტანული მოდის საბჭოს ოფიციალურ საიტზე.

დავით გიორგაძის შემოქმედებას შეგიძლიათ მისი ინსტაგრამის გვერდით ან ოფიციალური საიტის საშუალებით გაეცნოთ.