კვირის Mood Board

ყოველკვირეული რუბრიკა – Mood Board, იზრუნებს კვირის დადებითი ენერგიით დაწყებაზე და თქვენი განწყობის ამაღლებაზე.

კვირის ფერი

ძუძუს კიბო ქალებში ყველაზე გავრცელებულ სიმსივნეა. მისი ზუსტი გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

“ვარდისფერი ოქტომბერი” სწორედ ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა.

კვირის სიმღერა

ფრენკ ოუშანის მუსიკას საკმაოდ ტკბილი და მელანქოლიური ჟღერადობა აქვს. ეს მისი ახალი ნამუშევარია, რომელიც სულ ორი დღეა, რაც გამოქვეყნდა. 

კვირის სერიალი

18 ოქტომბერს Netflix-ზე ახალი სერიალი Living With Yourself გამოვიდა. სერიალი გვიამბობს ერთი საკმაოდ სევდიანი და მორცხვი კაცის ისტორიას, რომელიც უცნაურ პროცედურას ჩაიტარებს. როგორც არწმუნებენ, პროცედურის შემდეგ ის შეიცვლება და უკეთესი პიროვნება გახდება, თუმცა სერიალში მოვლენები სულ სხვა მიმართულებით ვითარდება.

კვირის ნამუშევარი

hokusai-ის სურათის შედეგი

იაპონელი გრავიორი და მხატვარი კაცუსიკა ჰოკუსაი 31 ოქტომბერს დაიბადა. ის უკიიო-ს სკოლის უდიდესი წარმომადგენელია.

კვირის ფრაზა

alice walker quotes-ის სურათის შედეგი