9 წლის რუსი ბიჭი საკუთარ ნახატებს უპატრონო ცხოველების გამოსაკვებად ყიდის (ფოტოები)

პაველ აბრამოვი 9 წლის რუსი ბიჭია, რომელიც თავისი სიკეთით მსოფლიოს იმ ნაწილს, სადაც ის ცხოვრობს ყოვედღიურად უკეთეს ადგილად აქცევს. 

ბავშვს, რომელსაც ხატვის ნიჭი აქვს, ერთ დღესაც გადაწყვიტა, რომ საყვარელი ჰობი უპატრონო ცხოველების გადასარჩენად გამოეყენებინა. 

მას ძალიან კარგად გამოსდის ცხოველების დახატვა და როგორც ჩანს, არც საკუთარი ნამუშევრების გაყიდვა უჭირს. დაგროვილი თანხით კი პაველი თავშესაფრის ცხოველებისთვის საკვებს ყიდულობს. 

ეს საქმიანობა ბავშვმა ერთი წლის წინ, დედასთან ერთად დაიწყო და პროექტს “კეთილი ფუნჯი” უწოდა. 

 

 

 

პაველის კეთილი საქმის შესახებ არამხოლოდ მის სამშობლოში, არამედ ევროპის სხვა ქვეყნებშიც გაიგეს და მოიწონეს. ადამიანები გერმანიიდან, ესპანეთიდან და სხვა ქვეყნებიდან აქტიურად ყიდულობენ ბიჭის პორტრეტებს და უპატრონო ცხოველების გადარჩენაში საკუთარი წვლილი შეაქვთ.