ალცჰაიმერის შემანელებელი პირველი მედიკამენტი რამდენიმე წელში გამოჩნდება

ფარმაკოლოგიურმა კომპანია Biogen-მა ალცჰაიმერის შემანელებელი მედიკამენტი შექმნა და ბაზარზე ის რამდენიმე წელში გამოჩნდება. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს

როგორც Biogen-ის განცხადებაშია აღნიშნული, კომპანია ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციისგან ლიცენზიის მოპოვებისთვის იბრძვის და იმ შემთხვევაში თუ შესაბამისი საბუთი მიიღეს, პრეპარატი ადუკანუმაბი ალცჰაიმერთან ბრძოლაში გადამწყვეტ როლს შეასრულებს. 

მედიკამენტის ბაზარზე დასარეგისტრირებელი საბუთების შევსება 2020 წლის დასაწყისში ჯერ აშშ-ში, ხოლო შემდეგ ევროპაში დაიწყება, ხოლო დადასტურების პროცესს 1-2 წელი სჭირდება. მთელი ამ პროცესის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კომპანია გეგმავს, რომ უპირველესად მედიკამენტებით ის ადამიანები მოამარაგოს, რომლებიც ადუკანუმაბის კლინიკურ კვლევაში იყვნენ ჩართულები.