თბილისში ბრაზილიური ფილმების ფესტივალი გაიმართება

25 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, ბრაზილიის საელჩო წარმოგიდგენთ ბრაზილიური ფილმების რიგით მეექვსე კინოფესტივალს.

ფესტივალის მისიაა ახალი ბრაზილიური კინოს პოპულარიზაცია და მხარდაჭერა. ღონისძიება მიზნად ისახავს კულტურული მრავალფეროვნების ხელშეწყობასა და თანამედროვე ბრაზილიის კინოსამყაროსთან ქართველი კინომანების დაახლოებას.

ფესტივალი გაიხსნება 25 ოქტომბერს, 19:00 საათზე, კინოს სახლის კინოდარბაზში, ბიოგრაფიული დრამით “ნისი: სიგიჟის გული”.

ფილმი მოგვითხრობს ექიმ ნისი და სილვეირაზე, ბრაზილიელ ფსიქიატრზე, რომელიც ელექტროშოკური თერაპიის ნაცვლად, პაციენტებს ხელოვნებით მკურნალობდა.

ფილმების ჩვენება გაიმართება ყოველდღე 19:00 საათზე და გაგრძელდება 31 ოქტომბრის ჩათვლით.