თუ დისნეის 30 ფილმს 30 დღეში ნახავთ, ეს კომპანია ათას დოლარს გადაგიხდით

ვებ-გვერდი Reviews.org თავის მომხმარებელს მორიგ მომნუსხველ და სიურპრიზებით სავსე ვაკანსიას სთავაზობს.

მართალია ამ ახალ “სამსახურში” სულ რაღაც 30 დღე იმუშავებთ, თუმცა ჰონორარი და ბონუს საჩუქრები ნამდვილად შთამბეჭდავია.

აყვანილი თანამშრომლის ერთადერთი მოვალეობა ის იქნება, რომ ერთი თვე დისნეის 30 ანიმაცია ნახოს, სანაცვლოდ კი ათასი დოლარი და სტრიმინგ-სერვის Disney+ წლიური აბონიმენტი გარანტირებულია. 

დისნეის მარათონიშო მონაწილეობის მისაღებად პირველი და უმთავრესი წესი ის არის, რომ ამერიკის მოქალაქე უნდა იყოთ, აი უკვე შემდეგ კი შეგიძლიათ ჩაწეროთ ვიდეო, ისაუბროთ, თუ რატომ გიყვართ დისნეი და მაინცდამაინც თქვენ რატომ იმსახურებთ ამ დიდებულ სამსახურში აყვანას.