ნახეთ: სელენა გომეზი ახალი სიმღერით ჯასტინ ბიბერს საბოლოოდ გამოემშვიდობა

სელენა გომეზმა ახალი სიმღერა Lose You To Love Me (დაგკარგე, რომ საკუთარი თავი შემყვარებოდა) გამოაქვეყნა. 

სიმღერა სელენას ფანებმა და არამხოლოდ მათ აღიქვეს, როგორც გამომშვიდობება ჯასტინ ბიბერთან.

წყვილი ერთმანეთს 2018 წლის ივნისში დაშორდა, მას შემდეგ კი ბიბერი ჰეილი ბიბერზე დაქორწინდა.