ფოტოგრაფმა დათვისა და მგლის უცნაური მეგობრობა კადრზე აღბეჭდა

ფინელმა ფოტოგრაფიმა მოახერხა და დათვისა და მგლის მეგობრობა სურათებზე აღბეჭდა.

ფოტოგრაფი ცხოველებს 10 დღის განმავლობაში აკვირდებოდა და იღებდა.

როგორც ფოტოებიდან ჩანს დათვი და მგელი ერთად ნადირობენ, საჭმელს იყოფენ, ჯგუფურად გადაადგილებიან და ასე თავს უსაფრთხოდ და მშვიდად გრძნობენ. 

როგორც ფოტოგრაფი, რასი რაუტიაინენი ამბობს, მსგავსი მეგობრობის შემთხვევა, მისი დაკვირვებით, ევროპაში პირველია.