შინდისი წინასაოსკარე კამპანიას იწყებს

შინდისის გმირების შესახებ გადაღებული დიტო ცინცაძის ფილმი “შინდისი”, რომელიც საქართველოს სახელით 2020 წლის ოსკარზე უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაზე მოსახვედრად იბრძოლებს, ამერიკაში მასშტაბურ, წინასაოსკარე კამპანიას იწყებს. 

ფილმის ამერიკული პრემიერა 7 და 8 ნოემბერს Asian World Film Festival-ის ფარგლებშია დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ფილმს ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან პრი გადაეცა, თავად დიმიტრი ცინცაძე კი საუკეთესო რეჟისორის პრიზით დააჯილდოვეს.

დიტო ცინცაძის ფილმი აგვისტომს ომზეა და შინდისის გმირებს ეძღვნებათ. ფილმისთვის სცენარი ირაკლი სოლომონაშვილმა დაწერა. მას საფუძვლად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს რეალურად მომხდარი ამბავი უდევს, რომლის დროსაც ჩვიდმეტი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.