ჩინეთში “პანდების კაფეში” პანდების ნაცვლად შეღებილი ძაღლები ჰყავთ

მოგეხსენებათ, ჩინეთი პანდების სამშობლოა, სულ ცოტა ხნის წინ კი, ჩენგტუს პროვინციაში “პანდების კაფე” გაიხსნა. 

კაფეში ჩინური ჩაუ-ჩაუს ჯიშის ძაღლები ჰყავთ, რომელსაც ადგილის მფლობელი შავ-თეთრი საღებავებით ღებავს. შედეგად, ჩაუ-ჩაუს ჯიშის ფუმფულა ძაღლები ვიზუალურად პატარა პანდებს ემსგავსებიან. 

როგორც კაფის მფლობელი ამბობს, დაახლოებით, 211 აშშ დოლარი ჯდება ძაღლების პანდებად “ქცევა”. 

კაფის მეპატრონის ამ საქციელს ცხოველთა უფლებების დამცველთა მხრიდან უკვე მოჰყვა მწვავე რეაქცია. როგორც უფლებადამცველები ამბობენ, ძაღლების გადაღებვა მათ ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.