წიგნი “ქალები საქართველოდან” – უნიკალური და უცნობი ისტორიები

22 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში წიგნის “ქალები საქართველოდან” პრეზენტაცია გაიმართა.

კრებულში 60-ზე მეტი ქალის ისტორიაა თავმოყრილი. ისტორიები წიგნის გამოცემამდე, “ქალები საქართველოდან” ფეისბუკ გვერდზე ქვეყნდებოდა. 

“ქალები, რომელთა ხმას ყოველდღე გაიგონებთ, გაბედულად იწყებენ საუბარს საკუთარი სახელით, საკუთარ ცხოვრებაზე და სურვილებზე. ეს ისტორიები არ იქნება შელამაზებული. ამ ისტორიებს ნამდვილი ადამიანები ყვებიან და მათ შესახებ, შეიძლება, არც არასდროს გსმენიათ. ეს არის საქართველოს ქალების ამბები – უნიკალური, აქამდე უცნობი და უჩინარი. ეს ამბები უხილავი და ჭრელი უმრავლესობის ხმაა”, – ნათქვამია პროექტის აღწერაში.