Coldplay-მ ოთხი წლიანი პაუზის შემდეგ ახალი ალბომი დააანონსა

Coldplay-მ ახალი ორმაგი ალბომი დაანონსა. ორნაწილიანი ალბომი 22 ნოემბერს გამოვა.

ბრიტანულმა როკ-ბენდმა ბოლო ალბომი 4 წლის წინ გამოუშვა, ორნაწილიანი ალბომის გამოსვლამდე კი ჯგუფის ფანებს 21 ოქტომბერს საფოსტო ბარათები დაუგზავნეს, სადაც სიახლის შესახებ ამცნეს. 

საფოსტო გზავნილებამდე კი მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში იდუმალი და საინტერესო ტიპის პოსტერები გამოჩნდა.