10-წლიანი სამზადისი დასრულდა — ლუვრში და ვინჩის ნამუშევრები გამოიფინება

ლუვრში ლეონარდო და ვინჩის გარდაცვალების 500 წლისთავს სპეციალური გამოფენა მიეძღვნება. 

გამოფენა, რომლის მომზადებასაც 10 წელზე მეტი დასჭირდა, მნახველისთვის მომდევნო კვირიდან გაიხსნება და დამთვალიერებელს საშუალება ექნება ნახოს მხატვრის 160-ზე მეტი ნამუშევარი. 

ლუვრის მუზეუმში გამოფენილი შედევრების ნაწილი დედოფალ ელისაბედ მეორისა და გეიტსების კოლექციიდან არის. 

წინასწარი ინფორმაციით, გამოფენა მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში ნახევარ მილიონზე მეტ ვიზიტორს მიიზიდავს.

დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება ლეონარდო და ვინჩის მუშაობის ტექნიკა თანამედროვე ინფრაწითელი გამოსახულების ტექნოლოგიისა და ვირტუალური რეალობის გამოყენებით უფრო ახლოს გაიცნოს. 

გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ლეონარდო და ვინჩის სამეცნიერო ნამუშევრები, ჩანახატები და გაკეთებული ჩანიშვნები