ლევან გელბახიანმა ვალიადოლიდის კინოფესტივალზე საუკეთესო კაცი მსახიობის ჯილდო მიიღო

And Then We Danced-ში შესრულებული მთავარი როლისთვის, მსახიობმა ლევან გელბახიანმა ვალიადოლიდის კინოფესტივალზე საუკეთესო კაცი მსახიობის ჯილდო მიიღო. 

ლევან აკინის ფილმში განსახიერებული პერსონაჟისთვის გელბახიანმა უკვე მიიღო სარაევოსა და ოდესის კინოფესტივალების პრიზები. 

And Then We Danced შვედურ-ქართული მხატვრული ფილმია, რომლის პრემიერაც 16 მაისს კანის კინოფესტივალის ერთ-ერთ სექციაში Director’s Fortnight შედგა.