ამიერიდან ჯოკერი რეკორდსმენი ფილმია

ტოდ ფილიპსის ჯოკერმა მოახერხა და მსოფლიო პრემიერიდან მალევე მისმა შემოსავალმა $850 მილიონს გადააჭარბა. ამ შედეგით ის ისტორიაში ყველაზე მაღალშემოსავლიანი R რეიტინგით (ფილმის ნახვა დაშვებულია 17 წელს ზემოთ) გამოსული ფილმი გახდა.

შემოსავლებით ჯოკერმა ისეთ ფილმებს გადაუსწრო, როგორებიცაა სტივენ კინგის რომანზე დაფუძნებული It (700 მილიონი დოლარი), მატრიცას (742 მილიონი) და დედპულის ორივე ნაწილს. 

საინტერესოა, მაოხერხებს თუ არა წლის ერთ-ერთი მთავარი კინომოვლენა გადააჭარბოს მილიარდ დოლარიან ბარიერს.