ყოველკვირეული რუბრიკა – Mood Board, იზრუნებს კვირის დადებითი ენერგიით დაწყებაზე და თქვენი განწყობის ამაღლებაზე.
კვირის ფერი
ყვითელი – მზის, იმედის, ბედნიერების ფერია. ყვითელი ფერი სიახლეებთან, პოზიტიურ განწყობასთან და ენერგიასთან ასოცირდება. სხვადასხვა კვლევის მიხედვით, ის გონებრივ აქტივობას აჩქარებს და მახსოვრობას ააქტიურებს.
კვირის სიმღერა
25 ოქტომბერს კანიე ვესტის ახალი ალბომი Jesus is King გამოვიდა. ალბომის გამოსვლის თარიღი რამდენჯერმე შეიცვალა. თავდაპირველად, ის 27 სექტემბერს უნდა გამოსულიყო, თუმცა გაურკვეველი მიზეზით გადაიდო. ალბომში სულ 12 სიმღერაა შესული.
კვირის სერიალი
BoJack Horseman | RewindYou say you want to get better and you don't know how. The two-part final season of BoJack Horseman airs October 25 and January 31.
Posted by BoJack Horseman on Sunday, October 20, 2019
25 ოქტომბერს ბოჯეკ ჰორსმენის ახალი სეზონი გამოვიდა.
მოკლედ მის შესახებ: ბოჯეკი 90-იანების შოუს ყოფილი ვარსკვლავია. ჩვენს დროში ცდილობს ისევ წამოდგეს ფეხზე და იპოვნოს თავის თავი, მაგრამ არ გამოსდის. ბოჯეკი სვამს ბევრ ვისკის, ატარებს ფერად სვიტერებს და უაზროდ ხუმრობს.
კვირის ნამუშევარი
ავთო ვარაზი (1926-1977)