Friends-ის ვარსკვლავი კორტნი კოქსი და ფეხბურთელი დევიდ ბეკჰემი ABC-ის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული და პოპულარული სერიალის Modern Family ფინალურ სეზონში ითამაშებენ.
ფოტო და ვიდეო მასალები გადასაღები მოედნიდან კორტნისა და დევიდის გარდა თავად სერიალის მსახიობებმა გაავრცელეს.
Modern Family არხის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი შოუა. სერიალის მე-11 და ფინალურ სეზონს ახლა იღებენ.