ნახეთ: მელისა მაკარტი და ოქტავია სპენსერი სუპერგმირების როლში

ჰოლივუდის ორი ვარსკვლავი ოქტავია სპენსერი და მელისა მაკარტი ნეტფლიქსის ახალ ფილმში სუპერგმირების როლს ასრულებენ.

ახალ ფილმს Thunder Force რეჟისორი ბენ ფალკონი გადაიღებს.

ამ ეტაპზე ფილმთან დაკავშირებით ყველა სხვა დეტალი გასაიდუმლოებულია. თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, სიუჟეტი ორი მარტოსული ქალის გარშემო ვითარდება, რომლებიც თავისგან დამოუკიდებლად სუპერძალებს მიიღებენ და მოუწევთ დაიწყონ დიდი ბრძოლა იმ ადამიანებთან, რომლებიც სამყაროს განადგურებით ემუქრებიან.

ნახეთ პირველი ფოტოები გადასაღები მოედნიდან: