საბჭოთა დისიდენტი და მწერალი ვლადიმერ ბუკოვსკი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბუკოვსკის ცენტრის ინფორმაციით, დიდ ბირტანეთში, კემბრიჯში 76 წლის ასაკში ცნობილი საბჭოთა დისიდენტი ვლადიმერ ბუკოვსკი გარდაიცვალა.

ბუკოვსკის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გაუარესებული იყო და გარდაცვალების მიზეზი გულის გაჩერება გახდა.

ბუკოვსკი ცნობილი იყო თავისი პუბლიცისტური, ასევე უფლებადაცვითი საქმიანობით.

ბუკოვსკში ახალგაზრდობისას მოსკოვში ცხოვრობდა. ის პირველად 1963 წელს, საბჭოთა კავშირში აკრძალული წიგნების ფოტოასლების გადაღების ბრალდებით დააპატიმრეს და 2 წელი მიუსაჯეს. 1965 წელს, ციხიდან გამოსვლიდან მალევე, ბუკოვსკი საპროტესტო აქციის გამართვის გამო ისევ დააკავეს და ფსიქიატრიულ კლინიკაში გამოკეტეს, საიდანაც ერთ წლის შემდეგ გამოუშვეს.

მრავალწლიანი პატიმრობისა და იძულებითი მკურნალობის შემდეგ ვლადიმერ ბუკოვსკი 1978 წელს დიდ ბრიტანეთს პატიმარში გაუცვალეს, რის შემდეგაც რუსი დისიდენტი ბრიტანეთში ცხოვრობდა. ის რუსეთს მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1990-იანი წლების დასაწყისში ესტუმრა.

ბრიტანელმა სამართალდამცავებმა ვლადიმერ ბუკოვსკი ინტერნეტიდან ბავშვების პორნოების ჩამოტვირთვისა და შენახვის ბრალდებით 2014 წელს დააკავეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. 

ბუკოვსკის თქმით, მან ბავშვების პორნოგრაფია კვლევის მიზნით ჩამოტვირთა. პუბლიცისტი ირწმუნებოდა, რომ ინტერნეტში კონტროლსა და პორნოგრაფიაზე წვდომას იკვლევდა. საბოლოოდ, 2018 წელს, ბუკოვსკის ჯანმრთელობის მკვეთრად გაუარესების გამო, მის მიმართ სამართლებრივი დევნა შეწყდა.