ფრანგი ქალის სახლში ნაპოვნი ნახატი აუქციონზე $26 მილიონად გაიყიდა

Deutcshe Welle-ს ინფორმაციით, იტალიელი მხატვრის ჩენი დი პეპოს ნახატი პარიზში გამართულ აუქციონზე $26 მილიონ დოლარად გაიყიდა. 

ნახატი სახელწოდებით “ქრისტეს დაცინვა” 90 წლის ფრანგი ქალის სამზარეულოში გასულ თვეს აღმოაჩინეს.

აუქციონის სახლმა შედევრის ახალი მფლობელის ვინაობა არ გაამხილა.

ჩენი დი პიპო, იგივე ჩიმაბუე ცნობილია როგორც რენესანსის ერთ-ერთი ფუძემდებელი.