ნახეთ, როგორ შეიცვალა სახლის ინტერიერი საუკუნეებთან ერთად (ფოტოები)

ვის არ უყვარს დიდ, კომფორტულ და საინტერესოდ მოწყობილ სახლში ცხოვრება? სახლი ხომ ზუსტად ის ადგილია, სადაც ცხოვრების დიდ ნაწილს ვატარებთ.

HomeAdvisor-ის დიზაინერებმა ახალი პროექტი წამოიწყეს, სადაც ფოტოების დახმარებით გვიჩვენებენ, თუ როგორ შეიცვალა საუკუნეებთან ერთად სახლის ინტერიერი.

რენესანსი (1400 – 1600)

ამ ეპოქის ქრონოლოგიური ჩარჩოები XIV—XVI საუკუნეებია. რენესანსი დაიწყო იტალიაში გვიან შუა საუკუნეებში და მოგვიანებით მთელ ევროპაში გავრცელდა. 

ეს სწორედ ამ ეპოქის სტილში მოწყობილი მისაღები ოთახია. 

ბაროკო (1590 – 1725)

ბაროკოს სტილი იყენებდა გაზვიადებულ მოძრაობასა და წმინდა, ადვილად აღსაქმელ დეტალებს დრამის, სიმძაფრის, გრანდიოზულობის გადმოსაცემად სკულპტურაში, ფერწერაში, ლიტერატურასა თუ მუსიკაში. სტილი ჩაისახა დაახლოებით 1600 წლისთვის რომში, იტალიაში, და შემდეგ მთელს ევროპას მოედო.

როგორც ხედავთ, ამ სტილში მოწყობილი მისაღები ოთახიც კი გრანდიოზულია. 

როკოკო (1700)

როკოკო ბაროკოს შემდგომი ეპოქა იყო ხელოვნების ისტორიაში. ის 1720-1780 წლებს შორის პერიოდს მოიცავს.

სტილისტურად როკოკო ბაროკოს ნორმების დარღვევაა, ანუ ყველა იმ სიმეტრიაზე უარის თქმა,  რომელიც ბაროკოს სტილის უმნიშვნელოვანესი ელემენტია.

ნეოკლასიციზმი (1780 – 1880)

ნეოკლასიციზმი — ხელოვნების მიმდინარეობა, რომელიც განვითარდა XVIII-XIX საუკუნეების მხატვრობაში, არქიტექტურასა და ლიტერატურაში.

ნეოკლასიციზმი ჩაისახა რომში, აქედან კი გავრცელდა საფრანგეთში. 

არტ ნუვო (1890 – 1920)

არტ ნუვო, ანუ როგორც მას ხშირად უწოდებენ, მოდერნი. ეს არის  სტილი ხელოვნებაში, არქიტექტურასა და დიზაინში, რომელმაც პოპულარობის პიკს მე-20 საუკუნის დასაწყისში მიაღწია.

როგორც ხედავთ, ამ სტილში მოწყობილი მისაღები ოთახი საკმაოდ დახვეწილია. საინტერესოდ შეზავებული ფერებითა და ფორმებით.

Art Deco (1920 – 1960)

ეს არის ადრეული XX საუკუნის მიმდინარეობა დეკორაციულ ხელოვნებაში, რომელმაც ასევე ზეგავლენა იქონია იმდროინდელ არქიტექტურაზე, მოდასა და ვიზუალურ ხელოვნებაზე.

ჩამქვრალი ფერები, სადად მოწყობილი ოთახი და თანამედროვე ელემენტები. 

 მოდერნიზმი (1880 – 1940)

მოდერნიზმი ის კულტურული მიმდინარეობაა, რომელიც მოიცავს პროგრესულ ხელოვნებასა და არქიტექტურას, მუსიკას, ლიტერატურასა და დიზაინს, რომელიც 1914 წლამდე დეკადაში აღმოცენდა.

ბაუჰაუზი (1919 – 1934)

გერმანულად ეს ტერმინი ითარგმნება, როგორც „კონსტრუქციული სახლი“. სწორედ გერმანიაში დაარსებული სახელოვნებო სკოლა და შემდგომში განვითარებული მოვლენები გახდა ამ მისაღები ოთახის ინსპირაციის წყარო. 

პოსტმოდერნიზმი (1978 – დღემდე)

ფერადი, ნათელი და მხიარული მისაღები ოთახი პოსტმოდერნისტულ სტილშია გაწყობილი. თავად პოსტმოდერნიზმი XX საუკუნის ბოლოს ფილოსოფიასა და კულტურაში აღმოცენებული მიმდინარეობაა.

მეტი დეტალებისთვის ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ:

თქვენ რომელი მისაღები ოთახი მოგეწონათ?