პირველი არხის ოპერატორი სანდრო ბერაძე გარდაცვლილი იპოვეს

საქართველოს პირველი არხის ოპერატორი სანდრო ბერაძე გარდაცვლილი იპოვეს. ცხედარს მაშველებმა და ოჯახის წევრებმა დღეს მიაგნეს.

ახლობლები სანდრო ბერაძეს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ.

სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო პოლიცია და სამაშველო სამსახური.

ჟურნალ თორმეტის რედაქცია უსამძიმრებს ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და კოლეგებს.