რამდენიმე კადრი და ფაქტი პაბლო პიკასოს ცხოვრებიდან

მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურა პაბლო პიკასო  1881 წლის 25 ოქტომბერს დაიბადა. 

გთავაზობთ კადრებსა და ფაქტებს ლეგენდარული პიკასოს შესახებ:

პიკასოს რეალური სახელი-გვარია – პაბლო დიეგო ხოსე ფრანცისკო დე პაულა ხუან ნეპომუცენო მარია დე ლოს რემედიოს სიპრიანო დე ლა სანტისიმა ტრინიდად რუიზ ი პიკასო. დიახ, მისი ნამდვილი სახელი 23-სიტყვიანია.

9 წლის ასაკში პიკასომ შექმნა თავისი პირველი სრულყოფილი ნამუშევარი – Le picador, რომელზეც გამოსახული იყო ცხენზე ამხედრებული მხედარი, რომელიც მონაწილეობდა ხარების ბრძოლაში.

პირველ გაფორმებულ ხელშეკრულებაში მას თვეში 150 ფრანკს უხდიდნენ.

მისი პირველი სიტყვა იყო  “piz,” შემოკლებული lápiz, რაც ესპანურად ფანქარს ნიშნავს.

პიკასომ და მისმა ფრანგმა მეგობარმა მხატვარმა ჟორჟ ბრაკომ დააფუნძნეს ახალი  მიმდინარეობა კუბიზმი. ფრანგმა ხელოვნებათმცოდნემ ლუი ვუქსელმა ტერმინი კუბიზმი ან bizarre cubiques (უცნაური კუბები) პირველად 1908 წელს გამოიყენა.