ოსკარის მფლობელი რეიჩელ ვაისი ახალი როლისთვის ემზადება.
მსახიობი სულ მალე ჰოლივუდის ლეგენდარულ მსახიობს, ელიზაბეტ ტეილორს განასახიერებს.
ფილმში A Special Relationship ძირითადად მოთხრობილი იქნება, როგორი იყო ტეილორის ცხოვრება 1980-იან წლებში. აქცენტი ლეგენდარული მსახიობის კარიერის გარდა მის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობაზეც გაკეთდება. ფილმში ერთ-ერთი მთავარი თემა ტეილორისა და მისი ასისტენტის როჯერ უოლის ახლო მეგობრობა იქნება.
ამ ეტაპზე უცნობია, თუ როდის შედგება ფილმის პრემიერა.