სოციალურ ქსელში Facebook მობილური აპლიკაციის ახალი ფუნქციის, Facebook News-ის ტესტირება დაიწყო. ტესტირება ამ ეტაპზე მხოლოდ აშშ-ში მიმდინარეობს.
ამ დროისთვის აშშ-ს მომხმარებლები აპლიკაციის ახალ პანელში მხოლოდ The Wall Street Journal, USA Today-სა და BuzzFeed-ის სიახლეებს ნახულობენ.
წინასწარი ინფორმაციით, ტესტირების დასრულების შემდეგ, როდესაც ახალი ამბების განყოფილება სრულად ამუშავდება, იქნება რამდენიმე კატეგორია: კულტურა, ბიზნესი, ტექნოლოგიები და ა.შ
როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათი მიზანია ამ გზით სოციალური ქსელის მომხმარებლებს სწორი და სანდო ინფორმაცია მიაწოდონ.