შემოდგომა მშვენიერი პერიოდია თავისი სეზონური ფასდაკლებებითა და საინტერესო აქციებით. დღევანდელ დღეს შოპაჰოლიკები აღარ მიმართავენ ტრადიციულ გზებს და უკვე ონლაინ იწერენ სასურველ ნივთებსა და ტანსაცმელებს.
გთავაზობთ ხუთ ქართულ ინსტაგრამ გვერდს საშოპინგოდ.
1. Rebel Showroom
ვინტაჟური სტილის მოყვარულთათვის Rebel Showroom საუკეთესო არჩევანია. მაღალწელიანი შარვლები, ფერადი პულოვერები, კლასიკური პიჯაკები – ამ ყველაფერს და სხვა მრავალს Rebel Showroom-ში ნახავთ.
2. Kelppie_
თუ ფართე შარვლები, მუქი ფერები და ორიგინალური ფორმის ჩანთები და მოსაცმელები თქვენს სტილში ჯდება, Kelppie_ მშვენიერი ინსტაგრამია სასურველი ტანსაცმლის ასარჩევად.
3. colorofunicorn2
colorofunicorn2-ს ხელმისაწვდომი ფასები, ფერად-ფერადი ტანსაცმელები და ზურგჩანთების დიდი არჩევანი გამოარჩევს.
4. moon shopping factory
moon shopping factory-ში უფრო დახვეწილ, კლასიკურ და სადა სტილის ტანსაცმელებს, ფეხსაცმელებსა და აქსესუარებს წააწყდებით.
რაც მთავარია, არჩევანი დიდია!
5. cutedevil_x_
ვფიქრობ, ინსტაგრამ გვერდი cutedevil_x_ დიდწილად მაინც თინეიჯერებზეა გათვლილი, თუმცა ფაქტია, რომ ნებისმიერი ასაკის და ინტერესის ადამიანი იპოვნის აქ სასურველ აქსესუარს, ტანსაცმელსა, თუ ნივთს.