GOT-ის პრიქველს აღარ გადაიღებენ

სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ HBO სამეფო კარის თამაშების პრიქველს აღარ გადაიღებს. 

სერიალში მთავარი როლი ნაომი უოტსს უნდა შეესრულებინა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ გავრცელებული ინფორმაციით, შოუს გადაღებები უკვე დაწყებული იყო ბელფასტში, მისი სახელწოდება კი Bloodmoon უნდა ყოფილიყო.

პრიქველში მოქმედება Game of Thrones-ის მოვლენებამდე 5000 წლით ადრე ხდებოდა. სერიალში მოთხრობილი უნდა ყოფილიყო თეთრი მოსიარულეების წარმოშობის რეალურ ამბავი. 

ამ ეტაპზე უცნობია, რა გახდა შოუს შეჩერების მიზეზი.