პრადამ ახალი კოლექცია მარიშა ურუშაძესთან ერთად დააანონსა

თებერვალში ერთ-ერთმა ყველაზე მოთხოვნადმა და ძვირადღირებულმა ბრენდმა Prada მომხმარებელს ახალ კოლექციას წარუდგენა. 

კოლექციის ინსპირაციის წყარო საკულტო მწერლის, მერი შელის რომანი ფრანკენშტეინი იყო და მოდის კრიტიკოსებში დიდი მოწონებაც დაიმსახურა. 

სულ ცოტა ხნის წინ კი პრადამ ამ კოლექციის ონლაინ გაყიდვები დააანონსა, ერთ-ერთ მთავარ სახედ კი ქართველი მოდელი მარიშა ურუშაძე აირჩია. 

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს მარიშაძე მარკ ჯეკობსის ახალი კოლექციის ჩვენებაზე გამოვიდა