სახლმწიფო კონსერვატორიაში გიორგი ცაგარელის კონცერტი გაიმართება

13 ნოემბერს თბილისის სახლმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გიორგი ცაგარელის კონცერტი გაიმართება

კონცერტს საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი და ნიკოლოზ რაჭველი წარმოგიდგენთ. ცაგარელთან ერთად სცენაზე ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სიმებიან შემადგენლობაც გამოვა. 

სოლისტები გიორგი ცაგარელთან ერთად აკაკი დეისაძე და კარმენ ტორანო იქნებიან, სპეციალური სტუმრის სტატუსით კი მსმენელი KAYAKATA-ს იხილავს.

კონსერვატორიის დიდ დარბაზში საშუალება გექნებათ მოუსმინოთ იგორ სტრავინსკის, ჯონ ადამსის, გევინ ბრაიერსის, გია ყანჩელის, ნიკა მაჩაიძის/Nikakoi, ნატალია TBA ბერიძის, ალექსანდრე კორძაიას/Kordz, ნათია სართანიას/sTia და ანუშკა ჩხეიძის მუსიკას. 

კონცერტის აუდიო და ვიდეო დიზაინზე ნიკა მაჩაიძე იმუშავებს.