მზარეულობა ერთ-ერთი ყველაზე რთული, თუმცა შემოქმედებითი და კრეატიული საქმეა, რომელსაც შეიძლება რომ შეეჭიდოთ. კარგი ხედვა, მაქსიმალური თავისუფლება და გამოწვევებისადმი ინტერესის ქონა ამ სფეროში გადამწყვეტია.
იმისდა მიუხედავად, რომ ქალებისა და სამზარელოს შესახებ ბევრი სტერეოტიპი არსებობს, ხშირად კულინარიაში მაღალ პოზიციებზე მაინც კაცები არიან დასაქმებულები.
დღეს შემოგთავაზებთ ტოპ 5 შეფ-მზარეულ ქალს მსოფლიოში:
1. პადმა ლაქშმი
პადმა ლაქშმი ცნობილი მოდელი, შეფ-მზარეული და მწერალია. დაიბადა ინდოეთში, თუმცა ცხოვრების უდიდესი ნაწილი აშშ-ში აქვს გატარებული. აქვე აქვს მიღებული განათლება.
წლებთან ერთად მან საკვების ექსპერტის წოდებაც დაიმსახურა. სხვადასხვა დროს იყო კულინარიული გადაცემების წამყვანი და მონაწილე.
2. ბეთანი ფრანკელი
სწორედ ბეთანი ფრანკელის შექმნილია ბრენდი Skinnygirl. 2002 წელს მან განათლება Natural Gourmet Institute-ში მიიღო, შემდგომ კი მეტად ფოკუსირდა ჯანსაღი საკვების მომზადებასა და შექმნაზე. 2005 წელს კი Real Housewives of New York City-დან მიიღო შემოთავაზება და ნელნელა სახელიც უფრო და უფრო გაითქვა.
3. ჯულია ჩაილდი
ჯულია ჩაილდის შესახებ ალბათ ისედაც გსმენიათ. ის ამერიკელი გურმანი მზარეული, ავტორი და ტელეწამყვანი იყო. ჩაილდმა ფრანგული სამზარეულო და კერძების მომზადების ტექნიკა გააცნო ამერიკის მოსახლეობას მისი მრავალრიცხოვანი რეცეპტების წიგნებისა და სატელევიზიო პროგრამების მეშვეობით.
ჯულია ჩაილდი 2004 წელს, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი სამზარეულო დღეს მუზეუმადაა ქცეული და უამრავ დამთვალიერებელს მასპინძლობს.
4. რეიჩელ რეი
რეიჩელ რეიმ კარიერული აღმასვლა მენეჯერული პოზიციიდან დაიწყო, თუმცა მალევე მიაღწია წარმატებას. დღეს ის ასობით მილიონ დოლარს ფლობს.
წარსულში ოთხი სხვადასხვა გადაცემის წამყვანი იყო Food Network Channel-ზე. რეიჩელი ამავდროულად რამდენიმე კულინაიური წიგნის ავტორია. 2007 წელს ის Daytime Emmy Award-ის გამარჯვებული გახდა.
5. ჯადა დე ლორენტისი
ჯადა დე ლორენტისი დღევანდელ დღეს კულინარიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურაა.
დროთა განმავლობაში მან არა მხოლოდ საკუთარი კულინარიული ნიჭის საშუალებით მოიპოვა ცნობადობა, არამედ კულინარიული წიგნებით, საკვები პროდუქტებითა და სხვადასხვა ბრენდებთან თანამშრომლობით.