Friends-ის მსახიობები ახალ ერთობლივ პროექტზე მუშაობენ

ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და რეიტინგული სერიალის Friends მსახიობები ახალ ერთობლივ პროექტზე მუშაობენ. 

ინფორმაცია ამის შესახებ შოუს ერთ-ერთმა ვარსკვლავმა ჯენიფერ ენისტონმა თავად გააჟღერა. 

სტივენ კოლბერტის შოუში სტუმრობის დროს მსახიობმა დაადასტურა, რომ ლიზა კუდროუსთან, კორტნი კოქსთან, მეთიუ პერისთან, მეთ ლებლანკთან და დევიდ შვიმერთან ერთად ახალ, საიდუმლო პროექტზე მუშაობს. 

მიუხედავად წამყვანის მცდელობისა, მსახიობმა დეტალების გახმაურებაზე უარი თქვა. 

ანალოგიური განცხადება გააკეთა ენისტონმა ელენ დეჯენერესის გადაცემაშიც.

სერიალის ფანებს კი ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ, რა საიდუმლო პროექტზე მუშაობს Friends-ის შეუდარებელი გუნდი.