თიბისის მობაილბანკი მსოფლიოში საუკეთესო მობაილბანკად დასახელდა

პირველად ისტორიაში, საერთაშორისო გამოცემა Global Finance-ს მიერ თიბისის მობაილბანკი სამომხმარებლო ციფრულ ბანკებს შორის, მსოფლიოში საუკეთესო მობაილბანკად დასახელდა. 

ჯილდო ბანკმა 2019 წელს საუკეთესო ციფრული შესაძლებლობებისა და უახლესი ტექნოლოგიების მუდმივი განვითარებისთვის მიიღო.

ფინანსური ჟურნალი Global Finance 1987 წელს დაარსდა და ის 50 ათასზე მეტი ტირაჟით გამოიცემა მსოფლიოს 188 ქვეყანაში. Global Finance-ის მკითხველებს წარმოადგენენ ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საინვესტიციო და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაზე.

წლების განმავლობაში TBC-ის Global Finance-სგან არაერთი ჯილდო აქვს მიღებული.