7 ყველაზე უცნაური საცხოვრებელი სახლი მსოფლიოში

ზოგისთვის მნიშნელოვანია, რომ სახლი, რომელშიც ცხოვრობს ძალიან მყუდრო და პატარა იყოს, ზოგი მაღალ ჭერიან, ძველებურ ბინებს ანიჭებს უპირატესობას, ზოგს კი უცნაური დიზაინის ბინებს ირჩევს. 

დღეს შემოგთავაზებთ 7 ყველაზე უცნაურ საცხოვრებელ სახლს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან:

1. გამჭირვალე სახლი 

ეს სახლი იაპონიაშია. ამ გამჭვირვალე სახლში განმარტოებას ვერასდროს შეძლებთ, რადგან არც ფარდები და არც კედლები არ მოგცემთ ამის საშუალებას. 

არ ვიცით ვისი იდეა იყო ამ უცნაური სახლის აშენება, მაგრამ ფაქტია, ადამიანები მაინც ცხოვრობენ მასში. 

2. სკეიტბორდისტების სახლი

სკეიტბორდისტებისთვის მშვენიერი საცხოვრებელი ადგილი ვიპოვთ აშშ-ში. 

თუ ვერც სახლში ისვენებთ და სულ სრიალის ხასიათზე ხართ, ეს სახლი სათქვენოა. 

3. წვრილი სახლი 

ბევრს კი უყვარს მცირე ზომის, მყუდრო, 1-2 ოთახიან სახლში ცხოვრება, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია!

ალბათ მხოლოდ თქვენ და მაქსიმუმ კიდევ ერთი ადამიანი თუ შეძლებს ამ უცნაურ, მსოფლიოში ყველაზე ვიწრო სახლში დატევას.

4. სახლი გამოქვაბული

უდაბნოში ბორიალი, მცხუნვარე მზე და სიცხე თუ გიყვართ, თქვენთვისაც გვაქვს პატარა, საკმაოდ კომფორტულად და მყუდროდ მოწყობილი სახლი. 

ამ სახლის შექმნის ინსპირაცია ძველი ანიმაციაა სახელწოდებით Flintstones Family.

5. ყველაზე პატარა სახლი

მსოფლიოს ყველაზე პატარა, 1 კვ.მ-იანი სახლი გერმანიაშია. 

შიგნით წამოწოლას, მეცადინეობას, მუშაობას და სკამზე დაჯდომას ნამდვილად მოახერხებთ. მეგობრებისა და სტუმრების დაპატიჟებას ვერა. 

6. სასრიალო სახლი

სასრიალოები გიყვართ? იმიტომ, რომ ამ სახლში კიბეების ნაცვლას სასრიალოებია. 

საჭიროა გემრიელად მოკალათდეთ და პირველ სართულზე მხიარულად ჩასრიალდეთ. 

7. სახლად გადაკეთებული ეკლესია

ეს შენობა ადრე ეკლესია იყო. ახლა თანამედროვე საცხოვრებელ სახლად გადააკეთეს. 

საკმაოდ ორიგინალური და განსხვავებული ინტერიერით.